ტრენინგის ბოლო, მე-9 დღე საინტერესოდ წარიმართა. დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო და ავტვირთეთ.შემდეგ მოვისმინეთ ჩვენი ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები, განვიხილეთ თითოეული პროექტი, ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, მივეცით ერთმანეთს სათანადო რჩევები.
ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გავლა ჩემთვის ძალიან ღირებული იყო, ქალბატონ ქეთის დიდი ძალისხმევით ბევრ ჩემთვის უაღრესად საჭირო მასალას დავეუფლე, რომელიც დამეხმარება ისტის გამოყენებით უფრო საინტერესო და შთამბეჭდვი გავხადო ჩემი საგაკვეთილო მუშაობა, ასევე დამეხმარება ვიმუშაო საოფისე პროგრამებში, შევქმნა სასწავლო რესურსები, მოვამზადო პრეზენტაციები.
ერთხელ კიდევ ვუხდი ქალბატონ ქეთის მადლობას ასეთი საინტერესო მუშაობისათვის.
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, October 7, 2017
Sunday, October 1, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღევანდელი დღე უზომოდ დატვირთული გვქონდა.მეცადინეობა დავიწყეთ გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
ამის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, თითოეულს დავარქვით შესაბამისი სახელები.ამის შემდეგ გავეცანით თეორიულ მასალას, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტი ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის .
ამის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, თითოეულს დავარქვით შესაბამისი სახელები.ამის შემდეგ გავეცანით თეორიულ მასალას, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტი ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის .
Saturday, September 30, 2017
ტრენინგის VIIდღე
დღევანდელი დღეც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ, თუ როგორ ვიმუშაოთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
Sunday, September 24, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ კვლავ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობა და ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენაზე.ამის შემდეგ დავათვალიერეთ და გნვიხილეთ სხვადასხვა გეგმები, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, ბოლოს კი განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩვენთვის საჭირო რუბრიკები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.
Saturday, September 23, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ კი გავეცანით საავტორო უფლებების ორ ნიმუშს და მისი გამოყენების ხერხებს.შემდეგ ვისწავლეთ, როგორ დავათვალიეროთ ერთმანეთის ბლოგები და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე და ვივარჯიშეთ ბლოგის დათვალიერებაზე.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე და ვივარჯიშეთ ბლოგის დათვალიერებაზე.
Sunday, September 17, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
ეს დღეც დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით, რომელიც მართლაც ძალიან საჭირო იყო ჩვენთვის, შემდეგ ვიმუშავეთ და დეტალურად ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე,ვიმუშავეთ როგორ გავწეროთ დროში შეფასების გეგმა,შემდეგ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობის პრინციპები და ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, ეს დღეც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
Saturday, September 16, 2017
ტრენინგის მესამე დღე
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ შესაბამისი მიზანი სტანდარტების მიხედვით , გვეცანით მიმართულების მიმცემ,საკომუნიკაციო კითხვებს.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)