Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის ბოლო, მე-9 დღე საინტერესოდ წარიმართა. დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო და ავტვირთეთ.შემდეგ  მოვისმინეთ ჩვენი ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციები, განვიხილეთ თითოეული  პროექტი, ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, მივეცით ერთმანეთს სათანადო რჩევები.
ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გავლა ჩემთვის ძალიან ღირებული იყო, ქალბატონ ქეთის დიდი ძალისხმევით ბევრ ჩემთვის უაღრესად საჭირო მასალას დავეუფლე, რომელიც დამეხმარება ისტის გამოყენებით უფრო საინტერესო და შთამბეჭდვი გავხადო ჩემი საგაკვეთილო მუშაობა, ასევე დამეხმარება ვიმუშაო საოფისე პროგრამებში, შევქმნა სასწავლო რესურსები, მოვამზადო პრეზენტაციები.
ერთხელ კიდევ ვუხდი ქალბატონ ქეთის მადლობას ასეთი საინტერესო მუშაობისათვის.

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე უზომოდ დატვირთული გვქონდა.მეცადინეობა დავიწყეთ გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
ამის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, თითოეულს დავარქვით შესაბამისი სახელები.ამის შემდეგ გავეცანით თეორიულ მასალას, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტი ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის .

Saturday, September 30, 2017

ტრენინგის VIIდღე

დღევანდელი დღეც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ, თუ როგორ  ვიმუშაოთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ კვლავ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობა და ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შედგენაზე.ამის შემდეგ დავათვალიერეთ და გნვიხილეთ სხვადასხვა გეგმები, ვიმსჯელეთ მათ ირგვლივ, ბოლოს კი განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩვენთვის საჭირო რუბრიკები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ კი გავეცანით საავტორო უფლებების ორ ნიმუშს და მისი გამოყენების ხერხებს.შემდეგ ვისწავლეთ, როგორ დავათვალიეროთ ერთმანეთის ბლოგები და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე და ვივარჯიშეთ ბლოგის დათვალიერებაზე.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ეს დღეც დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით, რომელიც მართლაც ძალიან საჭირო იყო ჩვენთვის,  შემდეგ ვიმუშავეთ და დეტალურად ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე,ვიმუშავეთ როგორ გავწეროთ დროში შეფასების გეგმა,შემდეგ გავიმეორეთ პოიერ პონტში მუშაობის პრინციპები და  ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე, ეს დღეც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მესამე დღე

მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ შესაბამისი მიზანი  სტანდარტების მიხედვით , გვეცანით მიმართულების მიმცემ,საკომუნიკაციო კითხვებს.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეორე დღე

მეცადინეობა დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით, შემდეგ გავიმეორეთ წინა დღეს შესწვლილი მასალა, შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები,,გადავხედეთ პროექტებს,ახალი მასალიდან გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს, შევისწავლეთ ბუკლეტის სახეები, ამის შემდეგ გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები და ვიმუშავეთ ბუკლეტის  შექმნაზე. დღემ ძალიან საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი დღისათვის.

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის გეგმა და მიზანი,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე და შიდა საქაღალდეები,გავეცანით კურსის რეურსებს და მათი შენახვის წესებს, განვიხილეთ პროექტის ნიმუშები და განვიხილეთ იგი, შევისწავლეთ ახალი ბლოგის შექმნა.